"ენმ" - ძალა ერთობაშიას პროპორციულ სიაში ბესიკ თამლიანიც მოხვდა. ის სიაში 54-ე ნომერია.
სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი 20 ივნისის საქმეზე, 2019 წლის 4 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა/ორგანიზება.
თამლიანი 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ, 23 მარტს გაათავისუფლა.
177 პირით დაკომპლექტებული პროპორციული სია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მისი პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა.