"მიდის მუშაობა, რომ გამოავლინონ ის ხალხი, ვის დაჭერითაც ჩაიხშობა პროტესტი" | ბაჩიაშვილის განცხადებით, რეჟიმი რეპრესიების გაძლიერებას და 150 ადამიანის დაჭერას აპირებს

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დაიხურა. პროცესის დახურვა პროკურატურამ მოითხოვა, რადგან მათი განმარტებით, "ქართუ ბანკის" თანამშრომლის დაკითხვისას საქმე კომერციულ საიდუმლოს შეეხება.

თავად ბაჩიაშვილი, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი იყო, მიიჩნევს რომ ეს საქმე არის ზეწოლა პირადად მასზე და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მცდელობა. მისივე თქმით, რეჟიმი კიდევ უფრო მკაცრი რეპრესიების გატარებას და 150 ადამიანის დაჭერას აპირებს, რომელთა შორის იქნებიან ბიზნესმენებიც, პოლიტიკოსებიც და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მსახიობები და ჟურნალისტები.

"ვერ დავასახელებ სახელს და გვარებს მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ მიდის მუშაობა იმაზე, რომ გამოავლინონ ის ხალხი, ვის დაჭერითაც ჩაიხშობა საყოველთაო პროტესტი: ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც.

ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ამ პროტესტის სახე, მაგრამ ყოველთვის, რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავონ წამოიწევს წინ ახალი ხალხი. ეს არის საყოველთაო პროტესტი, არც ფულს უხდიან და არც არავინ არავის გულისთვის არ დგას. ყველა იცავს საკუთარ ფასეულობებს. ყველანაირი სიბინძურე მზადდება, იკერება საქმეები, მზადდება პროვოკაციები და ყველანაირ ძალისმიერ მეთოდზეა საუბარი. დაშინება, დევნა მოსყიდვა, რასაც კი შეძლებს ყველაფერს გააკეთებს ეს რეჟიმი." - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი