"დღეს საქართველოს მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად ვავრცელებთ განცხადებას, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების და გადამწყვეტი საერთაშორისო ქმედებების მოთხოვნით," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო წერს და საქართველოს მეგობრების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:
"ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ვითხოვთ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, 52 პოლიტპატიმარ თანამემამულესთან ერთად, რომლებიც ამჟამად ციხეში არიან, ადამიანის უფლებების და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ ტერორისტული დარბევის კონტექსტში, რომელიც გრძელდება 69 დღეა, ბოლოდროინდელი შესამჩნევი ესკალაციებით.
ვინაიდან მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა მეოთხე კვირაში შევიდა კრიტიკული და შეუქცევადი სიცოცხლისათვის საშიში შედეგებით, ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და სხვათა განცხადებებით, რომ მას არ მიუღია ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება და რომ ტყვეობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ნებისმიერი და ყველა შედეგი მის ჯანმრთელობაზე მთლიანად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
ჩვენ არ ვტყუვდებით "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მცდელობებით, დაამახინჯოს ის გარემოებები, რამაც გამოიწვია მზია ამაღლობელის დაპატიმრება და შელახოს მისი პროფესიული სანდოობა "უცხოეთიდან დაფინანსებულის" სტატუსის მინიჭებით.
ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური გზის ირგვლივ ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადასატანად. ევროატლანტიკური გზის, რომელიც დაფიქსირებულია არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაში, არამედ იმ ხალხის ნებაშიც, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების შედეგად უღალატა.
ქართველი ხალხი არ გაჩუმდება და არც მისი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც დამოუკიდებელი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ.
ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს აქტუალურ მოწოდებას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზა და დემოკრატია სასწრაფოდ აღდგეს საჭირო ნაბიჯებით, დაწყებული ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით, ბოლოდროინდელი არალეგიტიმური კანონების გაუქმებით, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებასა და ახალი არჩევნების ორგანიზებას დამოუკიდებელი ზედამხედველობის ქვეშ.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებს და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების შემოღებით ან შენარჩუნებით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ვახტანგ გომელაურზე და სულხან თამაზაშვილზე," - წერია ერთობლივ წერილში.
განცხადებას ხელს აწერენ:
[სია განახლებადია]