"საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერაა დასმული. [ორპარტიულად] შეგვიძლია საქართველოში თავისუფალ არჩევნებზე მუშაობა," - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გამოცემა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
უილსონის თქმით, საქართველოში არჩევნების შედეგი უნდა გაუქმდეს და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რის შესაძლებლობასაც მოლდოვისა და რუმინეთის მაგალითებიც იძლევა, რომლებმაც რუსეთსა და პუტინს უარი უთხრეს.
"ყოველთვის არა, მაგრამ ორპარტიული ვითარება გვაქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ეს ორპალატიანია, ორპარტიულია, ერთად ვმუშაობთ დაახლოებით 90% შემთხვევაში, როდესაც საქმე შეერთებული შტატების შიდა ვითარებას არ ეხება, ისევ და ისევ ერთად ვმუშაობთ. გვინდა, რომ აღვადგინოთ მსოფლიო, რომელიც ჩემი აზრით, ჩამოყალიბებული იყო რონალდ რეიგანის მიერ, რაც ჩვენს NATO-ს მოკავშირეებთან, საფრანგეთთან, მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას ნიშნავს.
მსოფლიოს მასშტაბით პროგრესს ვხედავთ და შეგვიძლია საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალ არჩევნებზე მუშაობა. სამწუხაროდ, იქ დიქტატურა ომის დამნაშავე პუტინის მიერ იქნა დასმული. საქართველოს რესპუბლიკაში არალეგიტიმური არჩევნების შედეგი უნდა გაუქმდეს, მაგრამ იყო კარგი არჩევნები, რომელზეც პუტინი უარყოფილ იქნა მოლდოვაში, უარყოფილ იქნა რუმინეთში," - განაცხადა უილსონმა.