რომელ გამოძიებას მივაწოდო ინფორმაცია, "ქართულ ოცნებას" ჩემი მოშორება უნდა - ლაშა ქველაძე

გამოქვეყნდა:

მარნეულში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ ნაცემი ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, გივი ქველაძე საავადმყოფოდან გამოწერეს. მისი თქმით, მრავალი დაზიანება აქვს მიღებული და ლაპარაკი და გადაადგილება ამ დრომდე უჭირს.

ლაპარაკიც არ შემიძლია, ვერ დავდივარ. ამირან გიორგაძე იყო რომელიც მირტყამდა, შერმადინ ბოჭოიძე, ბევრნი იყვნენ, იმდენად, რომ მანქანაზე როცა შემოგვესიენ გარშემო წასვლაც ვერ მოავასწარით. რატომ გამწიერეს არ ვიცი, რომელ გამოძიებას მივაწოდო ინფორმაცია, მთავრობა არის საერთოდ?! მაგათ ჩემი მოშორება უნდათ, ქართულ ოცნებას ეშინია ჩემი. მოვიდნენ გამომძიებლები მაგრამ არ მიმიცია ჩვენება, აზრი არ აქვს, - ამბობს გივი ქველაძე.

მისი თქმით, გიორგაძე 2002 წლიდან კრიმინალური დაჯგუფების მონაწილეა. მისი თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა იგივე პირებმა ბოლნისში ქვები ესროლეს და მოკვლას უპირებდნენ.

მარნეულში მომხდარ ძალადობაზე ისევ არავინაა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ  მარნეულში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და საოლქო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს თავს აქციის გამართვის შემდეგ დაესხნენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი