გიორგი მუმლაძემ პროკურატურად დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წევრმა, სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ მარნეულის პროკურატურას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა. 

ჩემზე მოძალადე ადამიანები არ არიან გამოკითხულები, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სწორად და სწრაფად. დაზარალებულად ცნობის სტატუსი მომცემს საშუალებას, რომ ჩემი ადვოკატები და წარმომადგენლები უფრო ადვილად ჩაერთონ პროცესში და შეისწავლონ საქმე. ეს ადამიანი თავს გრძნობენ კომფორტულად, აქვთ გარკვეული ხელშეუხებლობა, როგორც ჩანს, - თქვა გიორგი მუმლაძემ.

შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მთავარი არხის 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს. 

ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი