რუსეთს 12 ნოემბრამდე მიეცა ვადა დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ფორმა დაასახელოს

გამოქვეყნდა:

ვროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა და კომპენსაციის გადახდის ფორმის დასახელებისთვის ბოლო ვადა მისცა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთი 2020 წლის 12 ნოემბრამდე კომპენსაციის პირდაპირ საქართველოსთვის გახდას, ან საქმეში ევროსაბჭოს შუამავლობას უნდა დათანმხდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე შუალედურ რეზოლუციას მიიღებენ, რაც ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ პროცედურების დასაწყებად პირველი ნაბიჯია.

ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ვერდიქტით,  2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებს მოსკოვმა 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

​ევროსასამართლომ გადაწყვეტილება 2006 წელს დეპორტირებული ქართველებისთვის კომპენსაციების გადახდის შესახებ, 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევრო სამ თვეში უნდა გადაეხადა, თითოეულ გადაცილებულ დღეზე კი მას ჯარიმა ეკისრებოდა, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ ასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი