ოლიგარქის მოსამართლე ლევან ყოლბაიამ საპროტესტო აქციების მონაწილე სტუდენტი და პიანისტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს, 28 იანვარს კი მათ მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, თუმცა მხოლოდ პროფესორსა და 3 სტუდენტს.
რაც შეეხება ანრი კაკაბაძეს, ის პატიმრობაში დატოვა, მოტივად კი ის დაასახელა, რომ კაკაბაძე აქამდე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი იყო გათავისუფლებული.