"ეს არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული გზავნილი თბილისისთვის, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე მოძრაობდეს პოზიტიური მიმართულებით, პირიქით, დრაკონული კანონების მიღება და უფრო მკაცრი წესები შემოდის, მატულობს ძალადობა ქუჩებში. ამიტომ რეზოლუციას "ქართული ოცნება" სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.
საგულისხმოა, რომ ამ რეზოლუციაში უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ვაფორმებდით, დემოკრატიული კრიტერიუმების შესრულება ყველაზე მთავარი პირობა იყო. გარდა ამისა, არის მოწოდება, რომ გადაიხედოს ეკონომიკური თანამშრომლობა. მთლიანობაში, ეს არის ძალიან საგანგაშო რეზოლუცია და ბოლო გაფრთხილება რომ გამოიღვიძონ და დაიწყონ მოძრაობა სწორი მიმართულებით".
- საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა "მთავარ არხთან" განაცხადა.