"ბოლო რეზოლუცია მივიღეთ 28 ნოემბერს, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე კობახიძე გამოაცხადებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ და სანამ დემონსტრაციები დაიწყებოდა. ახლა კი, ჩვენ ახალ რეზოლუციაში აღვნიშნავთ, რომ სიტუაცია გაუარესებულია და ვახსენებთ ყველა იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა, ასევე ადამიანებს ვინც ეს ძალადობა საკუთარ თავზე გამოცადეს, მათ შორის ჟურნალისტებს, ასე რომ, ეს არის სიტუაციის ძალიან ფართო შეფასება.
რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, ზოგიერთი მათგანი იგივეა, რაც წინა რეზოლუციაში იყო, პარლამენტისა და მთავრობის არაღიარება, რასაც ახლა პრეზიდენტის არაღიარებაც დავამატეთ. ახალი ასევე ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად და რა თქმა უნდა, სანქციები, რომელიც უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეს. ყველა მათგანი იქნება ნახსენები სახელებითა და გვარებით. ჩვენ ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, რომ სანქციები დააწესოს, რითაც უნდა მიბაძოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს, რა თქმა უნდა მოვითხოვთ ახალ არჩევნებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, არ მოახდინონ "ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია."
- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ "მთავარ არხთან" განაცხადა და საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე ისაუბრა.