"ჩვენი პოზიციაა რომ ეს არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად და რომ მისი შედეგები არ არის ლეგიტიმური, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის აზრია. ამიტომ ეს შედეგები არის არაკონსტიტუციური. "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას ანტიევროპულ სლოგანებზე აგებდა, ეს კი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაიმართოს ახალი არჩევნები და თუ "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა, მაშინ მათ არაფრის უნდა ეშინოდეთ. ახალი არჩევნები უნდა გაიმართოს მიუკერძოებელი ორგანოს ზედამხედველობით, ეს შეიძლება სულაც არ იყოს ევროპარლამენტი და იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაცია.
მეორე საკითხია თუ როგორ ექცევიან ოპონენტებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ახლა. როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები არ შეიძლება ოპონენტებთან ასე მოქცევა"
- ამის შესახებ "მთავარ არხთან" ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკმა განაცხადა.