პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი, კიდევ ერთხელ დაიბარა. დავით გარეჯის საქმეზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული დოკუმენტაცია გამოძიებას დამატებითბ კითხვებს უჩენს. მელაშვილი ამბობს, რომ ჩხრეკისას მისი ბინიდან ისეთი დოკუმენტაციაც ამოიღეს, რომელსაც გარეჯის საქმესთან კავშირი არ აქვს.
მე შეძილება გამომიშვან სამსახურიდან, მაგრამ მე პირველ რიგში ვარ ქართველი, მერე ადამიანი და შემდეგ, რომელიღაც სამინსტროს თანამშრომელი, მათ ხელები გახსნილი აქვთ, კი ბატონო, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ ამ სიბინძურით და ტალახით ვიარო. წარმატებას ვუსრვებ ექსპერტიზას და იმედია, რომ სიმართლეს დაადგენენ და თავს არ შეირცხვენს პროკურატურა. მოდის არჩვნები და, ჩემი აზრით, ეს ერთი პარტიის მიერ მეორეზე გადაბრალების ბინძური თამაშია. - ამბობს ივერი მელაშვილი.
მელაშვილმა, უწყებას ექსპერტიზაში და სიმართლის დადგენაში წარმატება უსურვა, თუმცა თვლის, რომ ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია და მასში ჩართვას არ აპირებს.