"1 800 000 000 ევრომდე - ეს თანხა მზადდება ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის, 2025-2027 წლებში ევროკავშირის წევრობისთვის მოსამზადებლად.
ამასობაში საქართველოში ზოგიერთი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ deep state-მა შესაძლოა "გაანადგუროს" ევროკავშირი.
როგორც ევროკავშირის მოქალაქე, არ ვიზიარებ ამ შეშფოთებას."
წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე. ოლიგარქის პარტია "ქართული ოცნება" დღეს ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას ტრადიციული რუსული პროპაგანდით გამოეხმაურა.