"საქართველოს მომავალი ევროპული უნდა იყოს და არა ოლიგარქებისა და კრემლის მარიონეტების მიერ ნაკარნახევი" | კოლსი

გამოქვეყნდა:

"შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. 

საქართველო გზაჯვარედინზე დგას - საჭიროა ახალი არჩევნები, მძაფრდება რეპრესიები და ოპოზიცია ერთიანი უნდა დარჩეს. ვითარება უარესდება აშშ-ის დახმარების დაკარგვის შემდეგ და ევროკავშირი უნდა ჩაერთოს ვაკუუმის შესავსებად - მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თავად დემოკრატიას. გუშინ 100 000 ქართველი გამოვიდა ქუჩაში. 

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სანქციებზე. პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ აუცილებელია სანქციები, მათ შორის მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ბრმად ასრულებენ რეჟიმის ბრძანებებს. მე აღვნიშნე, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია ნათელია. საქართველოს მომავალი ევროპული უნდა იყოს და არა ოლიგარქებისა და კრემლის მარიონეტების მიერ ნაკარნახევი. საჭიროა თანამშრომლობის გაგრძელება"

- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ წერს

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი