ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, აქტივისტ ნიკა ლაცაბიძეს სასამართლოსთან 4 პირი თავს დაესხა.
ადვოკატმა "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრა, რომ ერთ-ერთმა დაარტყა და გაქცევა მოასწრო.
"გუშინ დავით [თოფურიძეს] დახვდნენ, მის მეგობარს, რომელსაც ედავებოდნენ კონკრეტული ქმედების ჩადენას და ვერ დაიჭირეს. ამასთან ერთად ედავებოდნენ ნიკა ლაცაბიძეს და დღეს ნიკა ლაცაბიძეს სასამართლოსთან 4 პირი დახვდა, ერთ-ერთმა დაარტყა და გაქცევა მოასწრო", - თქვა ადვოკატმა.