ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში სპიკერი, ანიტა ჰიპერი ოლიგარქის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ დიპლომატს EU-ის სრული მხარდაჭერა აქვს.
ამასთან, ჰიპერის თქმით, ევროკავშირი იმ ქართველების გვერდით დგას, ვინც საერთო ღირებულებებისთვის იბრძვის.
"ამ დროისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და რაც შეეხება მმართველ პარტიას და რასაც ჩვენ იქ ვხედავთ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ მუდმივი დემოკრატიული უკუსვლა, ჩვენ ვნახეთ მუდმივი დაშინება, მუქარა მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და, ძირითადად ყველას მიმართ, ვინც საუბრობს თავისუფლებისა და დემოკრატიაზე. თითოეულ ქართველს, ვინც ღირებულებებისთვის იბრძვის, ევროკავშირი თქვენთანაა და ამიტომაც ჩვენ არ მხოლოდ მკაცრად ვგმოთ დაშინებისა და რეპრესიების ყველა ტაქტიკას, არამედ მივიღეთ შემდგომი ქმედებები. იქნება ეს ყველა პოლიტიკური კონტაქტის შემცირება და ფინანსური მხარდაჭერის გაყინვა ხელისუფლების მიმართ და ამის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმართვა, ასევე დიპლომატებისთვის მოგზაურობის შეზღუდვა", - განაცხადა ანიტა ჰიპერმა IPN-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, დღეს, ოლიგარქის არალეგიტიმურმა პრემიერმა ევროკავშირის ელჩს რუსული პროპაგანდისტული მესიჯბოქსით დაესხა თავს და მას "ძალადობის თანამონაწილე" უწოდა. კობახიძის მტკიცებით, პაველ ჰერჩინსკი "ღიად აწარმოებდა კამპანიას კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ":