"ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" ახალი, მე-6 თანაინიციატორი ჰყავს

გამოქვეყნდა:

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" ახალი, მე-6 თანაინიციატორი ჰყავს. ახალი თანაინიციატორი დემოკრატი ჯიმი პანეტაა.

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში ოფიციალურად 10 იანვარს დარეგისტრირდა.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება.

აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, "ქართული ოცნების" მთავრობაზე.

კანონპროექტის თანახმად, იკრძალება "ქართული ოცნების" მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა.

კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.

ავტორებს პრეცედენტად კონგრესმენ უილსონის მიერ 2023-ში წარდგენილი "ასადის მთავრობის არაღიარების აქტი" მოჰყავთ. მას კონგრესმა კენჭი შარშან თებერვალში უყარა და 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, სენატის მიერ (NDAA-ს ნაწილად) დამტკიცების შემდეგ, მას ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა და კანონი ძალაში შევიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი