"გაუყინავს თუ არა აქტივებს გაერთიანებული სამეფო ასეთ საზიზღარ ტირანს [ივანიშვილს]?" | ბრიტანეთის მმართველი პარტიის დეპუტატის კითხვა სახელმწიფო მინისტრს

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის წევრმა, პერან მუნმა თემთა პალატაში მოსმენისას ბიძინა ივანიშვილს ტირანი უწოდა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში, სტივენ დაუთს ჰკითხა, შეუერთდება თუ არა გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებს და გაუყინავს თუ არა აქტივებს "ასეთ საზიზღარ ტირანს?"

"გასულ თვეში ევროპის საბჭოში შევხვდი რამდენიმე ქართველ ოპოზიციონერს. მათ მაჩვენეს სასტიკი ფიზიკური ძალადობების გრაფიკული მტკიცებულებები. ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი და საქართველოს დე ფაქტო მმართველი, აგრძელებს მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას რუსეთის იდენტური მოქმედების ხერხებით. ძალადობა და დაშინება აზიანებს პოლიტიკურ პროცესს.

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ივანიშვილს, მაგრამ ივანიშვილის სიმდიდრის დიდი ნაწილი განთავსებულია გაერთიანებული სამეფოს ან ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე. შეუერთდება თუ არა გაერთიანებული სამეფო ჩვენს მოკავშირეებს და გაუყინავს აქტივებს ასეთ საზიზღარ ტირანს?" - თქვა მუნმა, "ნეტგაზეთის" თარგმანის მიხედვით.

კითხვასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ ვერ გააკეთებს კომენტარს შესაძლო სამომავლო სანქციებზე, რადგან ეს შეამცირებს მათ გავლენას. მანამდე მან ისაუბრა, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიტანეთი შეშფოთებულია, ამის საპასუხოდ კი ქვეყანამ შეაჩერა "საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა", თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და "ქართულ ოცნებასთან" კავშირები.

მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ ბრიტანეთმა დაუწესა სანქციები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი