პოლონეთში ინტერნეტთაღლითობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნდა:

პოლონეთში ინტერნეტთაღლითობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, 29 წლის ქართველმა ყალბი ბმული გაგზავნა გადაზიდვის საფასურთან დაკავშირებით, რის შედეგადაც დაზარალებულის ონლაინ ბანკზე მოიპოვა წვდომა და 8 000 პოლონური ზლოტი (დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი) მიითვისა.

საქართველოს მოქალაქე პოლიციამ დააკავა. ლუბარტოვის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა გამოიყენა. დაკავებულს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი