
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გამელაურის განცხადებით, არ უნდა დაუშვან, რომ ქვეყნის შიგნით ან გარეთ დესტრუქციულმა ელემენტებმა საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობრობას ჩრდილი მიაყენონ. ამ თემაზე მან ეროვნული უსაფრთხოების სხდომის შემდეგ ისაუბრა.
ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები. საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანელებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით. რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილი კრიზისულ ვითარებაში ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა საქართველოს გარეთ თუ შიგნით ჩრდილი მიაყენოს ჩვენს მეგობრობას და ისტორიულ გამოცდილებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს ვითარების განმუხტვას. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეებს უმასპინძლოს თბილისში, - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
სხდომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი განიხილეს. გომელაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისთვის.
გომელაურის თქმით, საქართველოს აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც კეთილმეზობულური ურთიერთობა აქვს.