ФСБ-ს განცხადებით, რუსეთში პუტინის მოძღვრის მკვლელობა მზადდებოდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) უკრაინის დაზვერვა ოკუპირებულ სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტ ტიხონ შევკუნოვი მკვლელობის მცდელობის მომზადებაში დაადანაშაულა. 

განცხადებაში, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული მედია და ტელეგრამ-არხები ავრცელებენ, ნათქვამია, რომ მოსკოვში დააკავეს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გადაბირებული უკრაინელი და რუსი.

ФСБ-ის ცნობით, 2024 წლის დეკემბერში დაკავებულებს ასაფეთქებელი მოწყობილობა ფარულად გადაეცათმისი დამონტაჟება მოსკოვში სრეტენსკის მონასტერში იგეგმებოდა, მიტროპოლიტ ტიხონის იქ ყოფნის დროს. შემდეგ კი ისინი ყალბი პასპორტებით დატოვებდნენ ქვეყანას.

ФСБ-ს თქმით, დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. მათ მიერ ტერაქტის მომზადება და ასაფეთქებელი ნივთიერები უკანონო ვაჭრობა ედებათ ბრალად.

27 თებერვალს "ნოვაია გაზეტამ" დაწერა, რომ მოსკოვში იანვარსა და თებერვალში სრეტენსკის სემინარიის ორი კურსდამთავრებული სრეტენსკის პარკში ტროტილის დამარხვის დროს დააკავეს.

ტიხონი (შევკუნოვი) არის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იერარქი, რომელიც ასევე მოქმედებს როგორც ტელეწამყვანი და მწერალი. მედიამ მას "პუტინის მოძღვარსაც" უწოდებენ, რაც არც თავად პუტინს და არც შევკუნოვს არ დაუდასტურებია. თუმცა, მიტროპოლიტი რეგულარულად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელშიც პუტინი მონაწილეობს და რუსეთის პრეზიდენტის შეხედულებები ისტორიასა და პოლიტიკაზე დიდწილად ემთხვევა შევკუნოვის შეხედულებებს. ტიხონი ანექსირებული ყირიმის მიტროპოლიის მეთაური გახდა 2023 წელს. მანამდე ის იყო ფსკოვის მიტროპოლიტი, უფრო ადრე კი მოსკოვის სრეტენსკის მონასტრის წინამძღვარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი