ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრობის" საარჩევნო სიის პირველ ნომერზე, ბუბა კიკაბიძეზე Facebook-პოსტში საუბრობს და ამბობს, რომ "კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია"

ბუბა კიკაბიძე მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა.

ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის - ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, კარგი გაგებით პოლიტიკოსი და, რაც მთავარია, დიდი ქართველი პატრიოტია.

ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა, რომელიც 2008 წელს დაწერა და რომლითაც ის რუსეთის ე.წ. ლიბერალურ შემოქმედებით ინტელიგენციას საბოლოოდ გაემიჯნა, - წერია პოსტში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო პროპორციულ სია შეაფასა, როგორც საუკეთესო და თქვა, რომ "ეს არის კოალიციური სია, მრავალფეროვანი შემადგენლობით". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი