აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

აჭარის  საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზია ავრცელებს. მათი თქმით, ინფიცირებული თანამშრომელი თავს კარგად გრძნობს და ის დაკვირვების ქვეშ კოვიდ-სასტუმროში იმყოფება. 

მათივე განცხადებით, მანამდე კორონავირუსი თანამშრომლის ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მაუწყებელში ამბობენ, რომ პირი ბოლო 6 დღის განმავლობაში ტელევიზიაში არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ეს ტელევიზიაში ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა. მანამდე ვირუსი დაუდასტურდა არხის ოპერატორს, უფრო ადრე კი სხვა თანამშროემლს, რის გამოც დროებით მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა.

დღეს 3 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარიდანაა.

გარდაიცვალა 2 პაციენტი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 48 გახდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 7 564;
  • გამოჯანმრთელებულია -  3 992;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 48;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 392; 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი