ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეს, 3 ოქტომბერს, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 842-ს მიაღწია. ეს მსოფლიოში, აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ, COVID-19-ით დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლია. 

უკანასკნელი ცნობებით, ინდოეთში კოვიდინფიცირება ჯამში 6 მილიონზე მეტ პირს დაუდგინდა. სექტემბერში ვირუსით ქვეყანაში დღეში საშუალოდ 1 000 ადამიანი იღუპებოდა. ექსპერტების თქმით, ამგვარი სტატისტიკა კოვიდტესტირების არასაკმაირისი რაოდენობის ბრალია. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 34 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 26 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი