ნორიოში მოსახლეობას "ოცნება" წინასაარჩევნო შეხვედრებზე მისვლას აიძულებს

გამოქვეყნდა:

ნორიოში "ოცნების" კანდიდატის ნინო ლაცაბიძის შეხვედრაზე ერთ-ერთი სკოლის ეზოში ადგილობრივები მმართველი პარტიის კოორდინატორებმა იძულებით მიიყვანეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგებიც და მოზარდებიც.

"მთავართან" საუბრისას ისინი ამბობენ, რომ ახლაც, როგორც ყოველი არჩევნების წინ მათ მმართველი პარტიის შეხვედრებზე დასწრებას სკოლებში, ბაღებში და სხვა საჯარო დაწესებულებებში სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თანამდებობის დაკარგვით ემუქრებიან. 

"ოცნების" ერთ-ერთი კოორდინატორი ამბობს, რომ შეხვედრაზე მისული არასრულწლოვნები მათი შვილები და ახლო ნათესავები არიან. მმართველი პარტიის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის თქმით, შეხვედრაძე ადამიანები იძულებით არ მიუყვანიათ.

შეგახსენებთ, რომ ეს არაა " ოცნების" მიერ არასრულწლოვნების წინასაარჩევნო აგიტიაციაში ჩართვის პირველი შემთხვევა  "ოცნების" მაისურებში გამოწყობილი ბავშვების ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინაც გავრცელდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი