
ანალიტიკოსები ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებაში ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს ადანაშაულებენ. მათი აზრით, ეროვნულმა ბანკმა დროულად ვერ მოახერხა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება, საკმარისი ზომები არ მიიღო ხელისუფლებამაც.
ფინანსისტ ზვიად ხორგუაშვილის თქმით, მთავრობამ ხელი არ შეუწყო ბიზნესის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც ქვეყანას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოიყვანდა.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის სექტემბრის მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.