მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული "მთავარის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ სამართლინობისთვის ბძოლაში გაჩერებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, ის პირები, ვინც "მთავარისა" და "პირველი არხის" ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამ დრომდე არ დაუკითხავთ. ჯეიჰუნი ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ მარნეულში ქურდული მენტალიტეტია პრიორიტეტული, ამ ბრძოლას არ შეუშინდება და გააგრძელებს, რის გამოც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ სწორედ ჯეიჰუნის მსგავსი ადამიანები არიან მისაბაძი.
ცნობისთვის, მარნეულში29 სექტენბერს "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც.
მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მერიის თანამშრომელი, გიგა ჯალაღონია და "ოცნების" აქტივისტი, გიორგი შალამბერიძე დღეს დააკავა.