ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ორშაბათს, 17 მარტს, 11 საათზე გამოცხადდება. მოლოდინი იყო, რომ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებდა.
მესამე პრეზიდენტმა კლინიკა "ვივა მედიდან" დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა და საბოლოო სიტყვის უფლებით არ ისარგებლა. მოსამართლე ჯინჯოლია სათათბიროდ გავიდა.
მესამე პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაბრუნდა. მის წინააღმდეგ ივანიშვილის პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
შეგახსენებთ, ოლიგარქის სასამართლომ 12 მარტს, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.