ხელისუფლების ხელით აფეთქებული ისტორია - წუთობრივი სიზუსტით აღდგენილი ახალი დეტალები საყდრისზე

გამოქვეყნდა:

ვინ და როგორ ააფეთქა საყდრისი 6 წლის შემდეგ ახლა უკვე დოკუმენტურად და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითებით, გააკეთა ის, რასაც ისტორიაში დღემდე  მხოლოდ  ტერორისტები აკეთებდნენ, საკუთარი ხელით ააფეთქა და წაშალა თავისი ქვეყნის ისტორია. მაგრამ, სისწრაფეში, ხელისუფლებამ  ბოლომდე ვერ წაშალა თავისივე დანაშაულის კვალი.

კაზრეთსი საყდრისის საბადოსთან ტელეკამერის გამოჩენამ სრული პანიკა გამოიწვია. "მთავრის" გადამღები ჯგუფის მისვლიდან 15 წუთში ობიექტის დაცვა ისე გააძლიერეს, რომ გეგნებოდათ მათ შტურმით აღებას ვაპირებდით. 

საგანგებოდ კონტროლდებოდა ჩვენი გადაადგილების მარშრუტიც. 

არადა ოქროს მომპოვებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან რამდენიმე მარტივი შეკითხცვა გვქონდა რომელზეც "არემჯი გოლდმა" პასუხის გაცემა არ ისურვა. მაგალითად, ის როგორ მოხდა, რომ საყდრისი აფეთქებამდე ერთი დღით ადრე რამდენიმე უწყებამ 17 მოქმედება განახორციელა და 4 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. და ეს ყველაფერი ერთ დღეში. უფრო თვალსაჩინო, რომ იყოს თემა რომელზეც ვსაუბრობთ წუთების მიხედვით გაჩვენებთ, როგორ მოძრაობდა იმ დღეს საბუთები. 

  • 12.55 - არემჯი გოლდის წერილი რეგისტრირდება კულტურის სამინსტროში. 
  • 13.06 - ანუ 11 წუთში სამინისტროსი წერილი უკვე განხილულია. მასინ როდესაც ამისთვის უწყებას ერთი თვის ვადა აქვს. 
  • 13.06 - წამებში სამინისტრო წერილს აგზავნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსი. 
  • 13.06 დან 18.30 - სააგენტო წერილს იხილავს. ვადა ამ შემთხვევაშიც სააგენტოს ერთი თვე აქვს. 
  • 13.06 წუთიდან 18.30 - უყბებეი ასწრებენ სტრატეგიული საკითხების სექციის სხდომის გამართვას. სარეკომნდაციო სახის გადაწყვეტილების მიღებას. პარალელურად სააგენტოს გენერალური დირექტორი იხილავს სექციის გადაწყვეტილებას. და ხელს აწერს საყდრისი ყაჩარიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სასტუსის მოხსნის საკითხს. 
  • 18.30 - სააგენტო გენერალური დირექტორის ბრძანებას უგზავნის კულტურის მინისტრს. 
  • 18.30 დან 19.09 წუთამდე მინისტრი იხილავს სააგენტოს გენერალური დირეტროის ბრძანებას. და აფორმებს საკუთარ გადაწყვეტილებას. 
  • 19.09 - მინისტრი ბრძანებას უგზავნის სააგენტოს. 
  • 19.20 - მინისტრი ბრძანებას უგზავნის საკანონმდებლო მაცნეს. 

პარალელურად ბრძანება მიდის კომპანის არემჯი გოლდში და მეორე დღესვე მიუხედავად იმისა, რომ იყო არასამუშაო დღე გადაწყვეტილება მოჰყავთ სისრულეში. 

იმის თქმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილება საყდრისის უნიკალური ისტორიული ძეგლის აფეთქების შესახებ სხვაგან მიიღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელმაც ეს საკითხი ძირეულად შეისწავლა სხვა ბევრი გარემოებაც აძლევს. საიაში ამ გადაწყვეტილების მიმღების ვინაობაშიც ეჭვი არ ეპარებათ. სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული საყდრისის ოქროს საბადოთი და იქედან მიღებული შემოსავლით. მოქმედებების ფორსირების მთავარი მიზანი კი ის იყო, რომ ისტორიული ძეგლი იმდენად სწრაფად უნდა გაენადგურებინატ რომ საზოგადოების მხრიდან ხმაური არ დაწყებულიყო. სავარაუდოდო სწორედ ამის გამო არემჯი გოლდის მიერ კულტურის სამინისტრიოში გაგზავნ წერილში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოთხოვნის ჩაწერა დაავიწყდათ. თუმცა ეს შეცდომა სააგენტომ გამოასწორა. 

სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელი და სრულიად გაუგებარია ამ სააგენტოს ყოფილი დირეტორისთვის. ნიკა ვაჩეიშვილი დარწმუნებულია რომ კულტურის სამინისტროც და ძეგლთა დაცვის სააგენტოც ზემოდან მიღებულ დავალებას ასრულებდა. 

საყდრისის სამეცნიერო და ისტორიული ღირებულების შესახებ კითხვის დასმა გვინდოდა გერმანელი სპეციალისტისთვის საყდრისი ექსპედიციის ხელმძღვანელის, ბოხუმის უნივერსიტეტის მეცნიერის ტომას შტოლნერისთვის. სწორედ შტოლნერმა დაწერა დასკვნა რომ საყდრისი მსოფლიოსი უძველესი ოქროს მაღაროა და ის უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთელი კავკასიური კულტურისთვის. დღეს გერმანელი სპეციალისტი საყდრისზე აღარ ლაპარაკობს. არ ლაპარაკობს ისევე როგორც ბევრი ადამიანი, რომელიც მაშინ უნიკალური ისტორიული ძეგლის განადგურების წინააღმდეგ გამოდიოდა. ჩვენ ასევე ვცადეთ დავკავშირებოდით კიდევ ერთ უცხოელ სპეციალისტს. ბოლგარელ ვენელინ ჟელევს, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით ჩამოვიდა და უძველეს ოქროს საბადოზე დასკვნა დაწერა. მისი ძებნის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ვენელინ ჟელევი დღეს  კომპანია არემჯი გოლდში წარმატებულად არის დასაქმებული. 

ის რაზეც აღარ ლაპარაკობენ უცხოელი ექსპეტრები დღემდე მოუშუშებელ ჭრილობად აქვთ ქართველ არქეროლოგებს. იულონ გაგოშიძე იხსენებს, რომ ის თავად იყო ჩასული მაღაროსი 20 მეტრის სიღრმეზე და თავისი თვალით ნახა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულის დასაწყისით დათარიღებული კერამიკული მასალა. 

კიდევ ერთი საბადო რომლის გახსნასაც ასევე ღია კარიერული წესით ანუ აფეთქებით აპირებს კომპანია "არემჯი გოლდი" ეგრეთ წოდებული ბნელი ხევის საბადოა. ყველა ექსპერტი დღეს თანხმდება რომ ზარალი რომელსაც ქვეყანა ამ სამუშაოებიტ მიიღებს ახლოსაც ვერ მოვა მოგებასთან. ნებართვის გაცემა ამ სამუშაოების დაწყებაზე ნიშნავს რომ ხეირს მხოლოდ ოქროს მომპოვებელი კომპანია ნახავს. შედეგად კი განადგურდება კიდევ არაერტი ისტორიული ძეგლი, განადგურდება ბუნება და მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნება ეკოლოგიას. ეს საკითხი კარგად შეისწავლა გარემოსდამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა. და ზუსტად იცის, რომ კომპანიის და მის უკან მდგარი ბიზინა ივანიშვილის მომხვეჭელობას სახელმწიფოს ინტერესები ეწირება. 

რა მოგებას ნახულობს სახელმწიფო ამ დათმობებზე წასვლით? ექსპერტების შეფასებით მინიმალურს. მთელი მოგება კომაპნია "არემჯი გოლდის" და მის უკან მდგარი ბიძინა ივანიშვილის ჯიბესი ილექება. ამის კარგი მაგალითია კიდევ ერტი უბანი ეგრეთწოსდებული ბექთაქარის საბადო. სადაც კომაპნია ოქროს დადგენილი ლიმიტის მხოლოდ 50 პროცენტს იღებს. რას ნიშნავს ეს ვკითხეთ კომპანია "არემჯი გოლდის"
თანამშრომელელს, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავის შეიკავა. თუმცა აგვიხსნა რომ ამ მეთოდით
 ოქროს მომპოვებელი კომპანია მხოლოდ ადვილად მოსაპოვებელ მადანს იღებს. ანუ ხარჯავს ნაკლებს და საქმეს იადვილებს. შედეგად კი სახელმწიფო შემოსავალს კარგავს. გარემო აუნაზღაურებელ ზარალს იღებს და ერთადერთი ვინც მოგებასი რჩება მხოლოდ კომაპნიაა. 

სასარგებლო წიარისეულის ბარბაროსული მოხმარება - ეს არის დასკვნა რომელსაც სპეციალისტები აკეტებენ. თუმცა ამაზე რეაგირება არც მარაგების სახელმწიფო კომისიას და არც სხვა უწყებებს არ მოუხდენიათ. თუმცა ეს არც გვიკვირს კომაპნია "არემჯი გოლდისთვის" სასათბურე პირობების შესაქმნელად მთელი სახლელმწიფო აპარატი ამუშავდა. შედეგად კომაპნიას ოპერირებისთვის მწვანე შუქი აქვს ანთებული. ეს ოპერირება კი საქარტველოს უნიკალური ძეგლების და ბუნების განადგურებაზე გადის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი