"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი არიფ იუსუპოვი ბოლნისის პოლიციას ჩაბარდა. მანამდე, 27 სექტებერს, ის სასტიკად სცემეს „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის აქტივისტებმა.
3 ოქტომბერს პოლიცია იუსუპოვის სახლთან მივიდა და მის დაკავებას შეეცადა. აქტივისტს "ოცნების" მხარდამჭერებზე მომხდარ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა მეზობლებისა და იუსუპოვის ოჯახის წევრების წინააღმდეგობის გამო მისი დაკავება ვერ მოახერხეს. იუსუპოვის სახლთან გვიან ღამემდე გრძელდებოდა მეზობლების პიკეტი.