ტანსაცმელშემოხეული ქალები და „ჰაერში აწეული“ კაცები - შაშკინი ნახიდურში პოლიციელთა ძალადობაზე

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში კვლავ დაძაბულობაა ბოლნისის სოფელ ნახიდურში - რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს არეფ იუსუპოვს. იუსუპოვი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" აქტივისტი და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუატობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერია. 

ამჯერად პოლიციელებმა იაქტიურეს და ენმ-ს აქტივისტის იუსუპოვის დაკავება განიზრახეს, თუმცა ამაოდ.  პოლიცია არეფ იუსუპოვის მანქანაში ჩასმას ცდილობდა, მაგრამ სამართალდამცველებს ამის შესაძლებლობა ადგილობრივებმა არ მისცეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში კიდევ ერთ დაპირიპირებაზე დიმიტრი შაშკინი „მთავართან“ ჰყვება და ხაზს უსვამს, რომ ამჯერად ენმ-ს ცნობილ ადგილობრივ აქტივისტზე,პოლიციამ იძალადა. 

 „არიფ იუსუპოვს მიუვარდნენ სახლში პოლიციელები, გადახტნენ ფანჯრიდან, ქალებს შემოახიეს ტანსაცმელი, კაცები აწიეს ჰაერში და მანქანაში ტენიდნენ, მაგრამ მოსახლეობამ არ გაატანა ისინი“ - თქვა დიმიტრი შაშკინმა დაამატა, რომ იუსუპოვის სახლთან ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი, რათა არ დაუშვან, რომ პოლიციამ იუსუპოვი წაიყვანოს.

გაერთიანებული ოპოზიციისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის წარრმომადგენლების მიმართ აგრესია განსაკუთრებით ხშირია რეგიონებში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახიდური ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორედ იქცა დაპირისპირების ეპიცენტრად.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს ბოლნისის სოფელ ნახიდურში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იუსუპოვი, რომელსაც საშინლად სცემეს. თვითმხილველების თქმით, თავდასხმას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბოლნისის " ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი