პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა.
"სენატორი ჯიმ რიში უდიდეს საქმეს აკეთებს, როდესაც აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს, შტატს, რომელიც ძალიან მიყვარს და სადაც დიდი უპირატესობით გავიმარჯვე 2016, 2020 და 2024 წლებში!
როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმი ჩვენი დაუღალავად იბრძვის ჩვენი დღის წესრიგის - "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" წინსვლისთვის. ის ბევრს შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, გახადოს ამერიკის ენერგეტიკა ჩემპიონი და დომინანტი, დაიცვას ჩვენი საზღვრები, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი კონსტიტუციის მეორე შესწორება და აღადგინოს მშვიდობა სიძლიერის წყალობით.
სენატორ ჯიმ რიშსს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და არასდროს გიღალატებთ" - წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ჯიმ რიში გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი MEGOBARI აქტი წარადგინა. აქტი "ოცნების" რეჟიმის სანქცირებას მოითხოვს, რის გამოც ის ოლიგარქის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე, ივანიშვილის რეჟიმი მას კონსპიროლოგიური "დიფ სთეითის" ნაწილად მოიხსენიებს.