
რუსეთში კვირას კორონავირუსის 10 499 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც ყველაზე დიდი ყოველდღიური მაჩვენებელია 15 მაისის შემდეგ.
რუსეთის კორონავირუსის კრიზისულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა 107 გარდაცვალების შემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1 209 039 შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილია 21 260 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 975 488 პირი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 27 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.