
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აუცილებელია, პირბადე ისევ ვატაროთ და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს მივყვეთ, რათა საქართველომ დაძლიოს ვირუსით გამოწვეული კრიზისი.
ცოტა ხანს კიდევ უნდა მოვითმინოთ და პირბადეც უნდა გავიკეთოთ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ჩვენს მოხუცებულებზე ვიზრუნოთ, - ამბობს პრემიერმინისტრი
ამასთან, პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანა ჯერ კიდევ მართავს პროცესს.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ჯერ ვმართავთ ამ პროცესს და მთავარია, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ და კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ხანდაზმულ ადამიანებს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, - თქვა გახარიამ.
გიორგი გახარიამ ქვეყნის კოვიდვითარებაზე გურჯაანის, დედოსფლისწყაროს, სიღნარისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე ილაპარაკა.