ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.

კრიტიკულ რეზოლუციას მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა.

რეზოლუციით მოთხოვილია დაკავებულების გათავისუფლება, აქციის მონაწილებიის მიმართ ძალადობის შეწყვეტა და ახალი არჩევნები.

რეზოლუცია გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს. 

რეზოლუციაში, ასევე, საუბარია თვითმმართველობის არჩევნებზე:

"დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი პრობლემა და გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილში ნდობის ჩამოშლას იწვევს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და აზიანებს ადგილობრივ დემოკრატიას, რაც 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების გასამართად ნდობაზე დაფუძნებული გარემოს არსებობის შესაძლებლობას არ ქმნის, მეტიც, სიტუაციას უფრო ამწვავებს."

კონგრესის სხდომაზე გამომსვლელებმა მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება და გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაპაუზება.

"ევროსაბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგან სწრაფი ნაბიჯები ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის კუთხით, უნდა აღდგეს ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე.

გულდასმით უნდა მოხდეს დაკავებების და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების გამოძიება. რეკომენდაციაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული პირები, მათ შორის მზია ამაღლობელი.

2025 წლის არჩევნები სრულად დემოკრატიული კამპანიით უნდა ჩატარდეს. კონგრესი მოუწოდებს ჩატარდეს სრულად კონკურენტული არჩევნები. უნდა მოხდეს ამომრჩევლების დაშინების, ელექტორალური თაღლითობის პრევენცია, მთავარი რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კომისია სრულად დამოუკიდებელი იყოს", - თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი