მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე მივიდა - ვიმყოფებით ივანიშვილის მიტაცებულ სასამართლოში, ნაციონალური მოძრაობის დროინდელი პროკურორებისა და მოსამართლეების ხელში, რომლებიც ძალიან ლამაზად გადმოიბარა ივანიშვილმა - აღნიშნა ხაზარაძემ პროცესზე შესვლამდე.
შეგახსენებთ, ხაზარაძე ოლიგარქის პარლამენტში, წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილმა "საგამოძიებო კომისიამ" დაიბარა. ხაზარაძე კომისიაზე არ მივიდა, რის გამოც, წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ივანიშვილის პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა და გამოკითხვაზე დაიბარა. ხაზარაძემ პროკურატურაში მისვლაზეც უარი თქვა და სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა გამოკითხვა.