დორტმუნდის აეროპორტში, გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა, 22 მარტს თურქეთიდან შემავალი ფრენის შემოწმებისას, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ გერმანიაში შესვლის მიზეზის შესახებ მესაზღვრეებს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდა. 45 წლის ქართველი სასაზღვრო კონტროლზე პასპორტითა და ვიზით გამოცხადდა, თუმცა პოლიციის სისტემაში მონაცემების შემოწმების შედეგად მონაცემთა შეუსაბამობა დაფიქსირდა. დამატებითი მონაცემების შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქეს გერმანიის პოლიცია სხეულის მძიმე დაზიანებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ეძებდა.
დნმ-ის, ფოტოსურათების და თითების ანაბეჭდების აღების შემდეგ 45 წლის ქართველი ვაპერტალის პოლიციამ დააკავა.