აქცია ბოლნისში - მოსახლეობა იუსუპოვის გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ბოლნისის მოსახლეობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერის, არიფ იუსუპოვის გათავისუფლებას ითხოვს. 

აქციაზე გამოსული ადამიანები უწყებას იუსუპოვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებისა და საქმის დროულად გამოძებისაკენ მოუწოდებენ. 

არიფ იუსუპოვის დაკავების მიზეზი ისაა, რომ იგი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. ჩვენ არ გვინდა შიშში ცხოვრება. ვითხოვთ იუსუპოვის გათავისუფლებას, - ამბობს აქციის მონაწილე. 

საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წევრებიც. მათი თქმით, "ქართული ოცნება" ტოტალურ ძალადობაზეა გადასული და ეს პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

იუსუპოვის დაკავება ხელისუფლების თავგასულობაზე მიუთითებს. ადამიანი არის დაზარალებული, ჩხუბში ნაცემი და მას იჭერენ. კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავუძლოთ "ოცნების" მმართველობას და ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, - ამბობს "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი, დავით კირკიტაძე. 

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს პოლიცია იუსუპოვის სახლთან მივიდა და მის დაკავებას შეეცადა. აქტივისტს "ოცნების" მხარდამჭერებზე მომხდარ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა მეზობლებისა და იუსუპოვის ოჯახის წევრების წინააღმდეგობის გამო მისი დაკავება ვერ მოახერხეს. 

მოგვიანებით, არიფ იუსუპოვი ბოლნისის პოლიციას თავად ჩაბარდამანამდე, 27 სექტებერს, ის სასტიკად სცემეს „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის აქტივისტებმა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი