ყველა პოლიციელის ამოცნობა შემიძლია სახეზე; არანაირი აკრძალული ნივთიერება არ მქონია და არც მექნება | ხოშტარიას პასუხი ოლიგარქის შსს-ს

გამოქვეყნდა:

აქ შესვლისას მქონდა წნევა, ღებინების ეპიზოდი, არ გამიშვეს საპირფარეშოში და ზუსტად ამ წნევის ფონზე იყო ძალადობის ეპიზოდი, როდესაც 2 პოლიციელი მაკავებდა, ნინო ჩხარტიშვილი, მეორე პოლიციელი და მესამე მხდიდა, მერე შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან - ამბობს იზოლატორიდან გამოსული ელენე ხოშტარია. 

მისი თქმით, ყველა მოძალადე პოლიციელის ამოცნობა შეუძლია

"ყველას ამოცნობა შემიძლია სახეზე, საკმაოდ დიდი ხანი გავატარე, საკმაოდ ცინიკურები იყვნენ. სახელები და გვარებიც ვკითხე, ორის ვიცი. ეს ქალი - ნინო ჩხარტიშვილი იყო იქ [კახეთის გზატკეცილზე] ძალადობის ეპიზოდში პოლიციაში, აქ გაშიშვლების ეპიზოდშიც ის გამოიძახეს პირადად. საათნახევარი ველოდებოდით... მეორე- დავით ბოლოთაშვილი ეგეთი აგრესიული არ იყო, მაგრამ ამ ნინოს ეხმარებოდა და ვერ შეიკავა თავი აგრესიისგან" ამბობს ხოშტარია.     

რაც შეეხება შსს-ს განცხადებას "კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებაზე", ხოშტარია ამბობს,რომ ეს მისთვის გამოწერილი წამალია:  

"სასაცილოა, როგორც ჩანს მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ  რაღაც უნდა ეთქვათ. მე ზოგადად გამოწერილი მაქვს ბევრი წამალი, რომელიც აუცილებელია ჩემთვის და თან მქონდა წამლები. ერთი ტაბლეტი ალბათ იქ ეგდო . ჩემთვის არ არის საინტერესო რას იტყვიან, ამიტომაც დღეს სასამართლოზეც არ წავედი, არ ვეთანამშრომლები ამ სისტემას, არანაირი აკრძალული ნივთიერება არ მქონია და არც მექნება. ეს არის წამლები, რომლებიც მაქვს გამოწერილი." თქვა ხოშტარიამ.  

ხოშტარიას თქმით, მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ დავას საქართველოში არ აპირებს - "საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი სივრცე...მაგრამ ეს ადამიანები რომ დაისჯებიან გარანტიას ვაძლევ"...  

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.  

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია გუშინ, 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ოლიგარქის შსს მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღეს ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც ე.წ. სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა. ხოშტარიამ მოძალადე პოლიციელების გვარებიც დაასახელა, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი