ბებუას გათავისუფლება საქართველოსთვის ღირსების საკითხია - ანალიტიკოსები

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დროშის დაწვის გამო ირაკლი ბებუას დაპატიმრებას ანალიტიკოსები აფასებენ და ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნების" უმოქმედობამ საოკუპაციო რეჟიმის გააქტიურება გამოიწვია, რუსეთის პირისპირ კი საქართველოს მოქალაქეები დაუცველად დატოვა. 

რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკამ საქართველოს უამრავ მოქალაქეს ავნო - ჩვენ ვკარგავთ ტერიტორიას, მოქალაქეებს და ეროვნულ ღირსებას. ირაკლი ბებუს გათავისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის სწორედაც ღირსების საკითხი უნდა იყოს, - ამბობს გიორგი რუხაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროში დაწვის გამო დაკავებულ  ირაკლი ბებუას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას დე ფაქტო საგამოძიებო უწყება დამამძიმებელ გარემოებებში აფხაზეთის სახელმწიფო სიმბოლოს განადგურებასა და ტყვია-წამლის უკანონო შენახვას ედავება. მათივე ინფორმაციით, ბებუა დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი