მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს - პარტიების რეიტინგი IPSOS-ის ახალ კვლევაში

გამოქვეყნდა:

ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რიგით მეორე კვლევა ჩაატარა. 

კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 24.5%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 17.4% 
  • ევროპული საქართველო - 6.9%
  • ლელო - 3.6%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 3.4% 
  • ლეიბორისტული პარტია - 1.9%
  • გირჩი - 1.8%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.7%
  • ერთიანი საქართველო - 1.0% 
  • მოქალაქეები - 1.0%
  • სხვა პარტიები - 3.8%
  • არ ვიცი - 19.0%
  • უარი პასუხზე - 14.0%

    იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით: 

    ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

     
  • ქართული ოცნება - 37.2%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 27.2% 
  • ევროპული საქართველო - 10.6%
  • ლელო - 6.3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 6.1% 
  • ლეიბორისტული პარტია - 2.1% 
  • პატრიოტთა ალიანსი - 2.1%
  • გირჩი - 1.9%
  • ერთიანი საქართველო - 1.8% 
  • მოქალაქეები - 1.7%
  • სხვა პარტიები - 3%


შეგახსენებთ, 2 კვირის წინანდელ პასუხებსაც, ასევე ალოკაციით: 

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი