კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის ცნობით, პროკურატურამ სასამართლოს მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე მიმართა და პროცესი საქალაქოში ხვალ, 13 საათისთვის ჩაინიშნა. აღკვეთის რა სახეს ითხოვს ოლიგარქის პროკურატურა - პატიმრობას, თუ ჯარიმას, ეს ამ დრომდე უცნობია:
"ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს! დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.
13:00 საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: არსენ კალატოზიშვილი" წერს ირაკლი კუპრაძე.
შეგახსენებთ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს. კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.