თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერს წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან. პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000-ლარიან გირაოს ითხოვს.
ცნობისთვის, ამავე ბრალდებით, "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო გასულ კვირას შეუფარდა.