ნიკა გვარამია Facebook-ზე - წყლატუბოელებს, ხონელებს, ვანელბსა და სამტრედიელებს მიმართავს, რომ მათ მხარი დაუჭირონ ნანუკა ჟორჟოლიანას, რომელიც ენმ-სა და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატია სწორედ, ამ ქალაქებში.

"მთავარი არხის" დირექოტრი, ტელეწმაყვანზე წერს, რომ "მან პირველივე ტურში უნდა დაამარცხოს სიღარიბე, უსამართლობა და ბოროტება", რადგან გვარამიას თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანია ის ადამიანი, რომელიც "უსამართლობას არავის დაუთმობს და სუსტის დაჩაგვრას არავის შეარჩენს, უახლოეს მეგობარს და ოჯახის წევრსაც კი."

"ეს ის გოგოა, ვინც იცის დაპირების ფასი და სიტყვას ყოველთვის ასრულებს...
ეს ის გოგოა, ვინც ყოველთვის და ყველასთვის უბრალოდ ნანუკად რჩება, და ასე იქნება პოლიტიკაშიც - ის ყოველთვის უანგაროდ იქნება თქვენს გვერდით და არასდროს არ შემოგხედავთ ზემოდან." -
წერს გვარამია. 

შეგახსენებთ, ნანუკა ჟორჟოლიანი, სხვა მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 23 სექტემბერს წარადგინა.

თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა კი თქვა: "არ ვიქნები პოლიტიკოსი დავიქნები მაჟორიტარი. და მე ვიქნები ჩემი ამომრჩევლების გულების ელჩი".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი