
ცნობილი იაპონელი დიზიანერი და მოდის სახლ KENZO-ს დამფუძნებელი, კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი სპიკერის განცხადებით, ის პარიზში ამერიკულ ჰოსპიტალში დღეს, 4 ოქტომბერს დაიღუპა.
დიზაინერმა თავისი სახელობის მოდის ბრენდი 1999 წელს დატოვა. ბოლოს ის მისივე დაფუძნებულ K3-ს ხელმძღვანელობდა.