თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მაგისტრ მოსამართლესთან იკითხება. შეგახსენებთ, მან წულუკიანის კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადა და სასამართლო წესით გამოკითხვა მოითხოვა.
"სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემთვის არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. რას ემსახურება კომისია? არაფერს. გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ ეს არის გადაფარვის მცდელობა. პროპაგანდისტული სისულელე, რომელიც ამაზე ალაპარაკებს მთელ საზოგადოებას, ამიტომაც მიმაჩნია იქ მისვლა ოპოზიციონერების შეცდომად. მეორე მხრივ, ეს არის სამშობლოს ინტერესების ღალატის შემცველი ქმედებები. რასაც ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნა იყოს იმგვარი, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე და არა რუსეთი”, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიამ.