იტალიის პარლამენტში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით: "საქართველო ბრძოლაში: თავისუფლება, უფლებები, დემოკრატია"

გამოქვეყნდა:

იტალიის პარლამენტში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით: "საქართველო ბრძოლაში: თავისუფლება, უფლებები, დემოკრატია". ამის შესახებ იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ლია ქუარტაპელე X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ დეპუტატები: ბენედეტო დელა ვედოვა, რიკარდო მაგი, ივან სკალფაროტო და მარკო ლომბარდო მონაწილეობდნენ

"ქართველი ხალხის გვერდით, მათი უფლებებისა და თავისუფლებისთვის, რეპრესიული კანონის წინააღმდეგ", - დაწერა ქუარტაპელემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი