თბილისის საქალაქო სასამართლოში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოკითხეს. მან წულუკიანის კომისიის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც დღეს კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.
„კითხვებს მისვამდნენ და დავაფიქსირე, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში, ძალაუფლება არის მიტაცებული. რაც შეეხება დაჯგუფებას, ეს დაჯგუფება არის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შექმნილი და ერთადერთი რასაც აკეთებს არის ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამაზე იყო საუბარი, მეტი არაფერი. " თქვა ვაშაძემ გამოკითხვის შემდეგ.
წაუყენებს თუ არა ბრალს "ოცნების" პროკურატურა გიორგი ვაშაძეს სხვა პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, ჯერ უცნობია.