"ბოდიში, ეს მკვლელობაა; ეს შეცდომა არ არის“ | ზელენსკი სუმიზე თავდასხმაზე, ტრამპის კომენტარს გამოეხმაურა

გამოქვეყნდა:

„ბოდიში, ეს მკვლელობაა. და ეს დარტყმა ქალაქის ცენტრში იყო და არა ფრონტზე...როდესაც ქალაქის ცენტრში რაკეტებს ისვრიან და არა მხოლოდ ერთს  და თუ ერთზე მეტი რაკეტაა, ეს შეცდომა აღარ არის“, - ასე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომელმაც სუმის დაბომბვას "შეცდომა" უწოდა 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, მკაცრი კომენტარები გააკეთეს.

შეგახსენებთ, სუმიზე თავდასხმის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხოდ, ტრამპმა მომხდარს საშინელება უწოდა, თუმცა რუსეთი არ ახსენა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მათ შეცდომა დაუშვეს“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის და რას გულისხმობდა.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი პირდაპირ ისაუბრა რუსი ჯარისკაცების დანაშაულზე.

სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 120-მდე, მათ შორის 15 ბავშვი. 

რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო იერიში უკრაინაზე, ბზობის დღესასწაულზე, 13 აპრილს მიიტანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი