აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის თავდასხმას საშინელება უწოდა - „ვფიქრობ, ეს საშინელებაა. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, ყველა ომი საშინელი რამ არის“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონისკენ მიმავალ Air Force One-ის ბორტზე.
როდესაც ტრამპს სთხოვეს, განემარტა, თუ რას გულისხმობდა "შეცდომაში", მან უპასუხა: „მათ შეცდომა დაუშვეს [...] ჰკითხეთ მათ“. ტრამპმა არ დააკონკრეტა, ვისზე საუბრობდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო მონაცემებით, სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. დაშავებულია 117, მათ შორის 15 ბავშვი. დაშავებულთაგან 8 მძიმე მდგომარეობაშია.
რუსეთმა მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში უკრაინაზე კვირას, ბზობის დღესასწაულზე, 13 აპრილს მიიტანა.